„ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლეს შეთავაზებაზე ისრაელის პასუხი მიიღო, - ამის შესახებ განცხადებას „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი, ხალილ ალ-ჰაია ავრცელებს.
„დღეს, „ჰამასმა“ 13 აპრილს ეგვიპტისა და კატარისთვის წარდგენილ შეთავაზებაზე სიონისტური ოკუპაციის ოფიციალური პასუხი მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხალილ ალ-ჰაიამ აღნიშნა, რომ ახლა „ჰამასი“ ისრაელის პასუხს შეისწავლის.