უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას ევროპელი პარტნიორები კვლავ აქტიურად აკრიტიკებენ. კრიტიკის მოსმენა „ქართულ ოცნებას“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მოუწია. ისინი საქართველოს მთავრობას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით ეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს საფრთხის ქვეშ აყენებს. დასავლელი პარტნიორების კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობენ მმართველ გუნდში.