თითქმის ორ კვირიანი პროტესტი ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან გრძელდება. სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები აქციებს ტრადიციულად უერთდებიან. ამასთან, უკვე ცნობილია რომ 126-ი არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვირას 19 საათზე გაიმართავს, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატებიც შეუერთდებიან. საპროტესტო აქციების მონაწილეების მთავარი სათქმელია რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს ირჩევს და რუსეთს ეუბნება არას.