გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ პროექტს სახელწოდებით „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ მოაწერეს ხელი. აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი აშშ დოლარია და ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ტექნიკური მხარდაჭერით, ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება.