საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, ცვალებად სამყაროში არსებულ გამოწვევებს შესაბამისად უპასუხონ. მისი თქმით, ევროპას რუსეთის აგრესიის სახით ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება, ამიტომაც გაერთიანებას სჭირდება სარწმუნო თავდაცვითი სტრატეგია, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული აშშ-ზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებამ უნდა შეძლონ და ერთობლივი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკა განავითარონ.