მერია წყნეთის გზატკეცილის გაფართოებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ტენდერი უკვე გამოცხადდა. კერძოდ, მერიამ ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის დასაწყისიდან, რომელიც ვაკის სასაფლაოს შესასვლელიდან იწყება და წყნეთის გზატკეცილი N6-მდე, გზის გაფართოების და რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 6 723 633 ლარს შეადგენს.