უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა 3 წლით შეეძლებათ - Palitra News

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა 3 წლით შეეძლებათ

2024-04-25 13:16:17+04:00

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა 3 წლით შეეძლებათ. აღნიშნული შესახებ მთავრობის 23 აპრილის დადგენილებაშია აღნიშნული. შეგახსენებთ, რომ დადგენილების პირვანდელი ვერსიით, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და 1 წლით გაჩერება შეეძლოთ. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ ეს ვადა 2 წლამდე გაზარდა. ახლა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში გაჩერების უფლება 3 წლით ჰქონდეთ