შავი ჭირი, მეოცე საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსის, ჟურნალისტისა და ნობელის პრემიის ლაურეატის ალბერტ კამიუს ფილოსოფიური ნოველაა. წიგნის ორიგინალი 1947 წელს საფრანგეთში გამომცემლობა Éditions Gallimard-ის მიერ გამოქვეყნდა.რომანი წარმოადგენს თვითმხილველის , ექიმ ბერნარ რიეს მონათხრობს, რომელმაც საკუთარ თავზე გამოცადა ალჟირის სანაპიროზე, ტიპური ფრანგული პრეფექტურის ქალაქ ორანზე თავს დამტყდარი შავი ჭირის ეპიდემიის საშინელება. იგი თავად ხელმძღვანელობდა დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასნეულებულ ქალაქში.
ჭირი, რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებს, ქალაქში მოულოდნელად ვრცელდება. ყველაფერი იმით იწყება, რომ ქუჩებსა და სახლებში საიდანღაც მკვდარი ვირთხები ჩნდებიან. ძალიან მალე კი მათ ყოველდღიურად ათასობით პოულობენ. უბედურების მომასწავებელი ამ საშინელი არსებების გამოჩენის პირველივე ხანებში ექიმი რიე, რომელსაც ფიქრადაც არ მოსდის, თუ რა ელოდება ქალაქს, დიდი ხანია, რაღაც სნეულებით გატანჯულ თავის ცოლს მთის სანატორიუმში გზავნის დასასვენებლად.
დაავადებისგან პირველი ექიმი რიეს კარის მცველი კვდება. ჯერ არავინ ეჭვობს, რომ ქალაქში გავრცელებული ავადმყოფობა შავი ჭირია. სნეულთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ექიმ რიეს პარიზიდან შრატი მოაქვს, რომელიც უმნიშვნელოდ ეხმარება ავადმყოფებს, მაგრამ ძალიან მალე ისიც თავდება. ქალაქის პრეფექტურისთვის ნათელი ხდება, რომ აუცილებელია კარანტინის გამოცხადება, რის შემდეგაც ორანი დაკეტილ ქალაქად ცხადდება და მასში შიში , სიკვდილი და უიმედობა ისადგურებს.
კამიუ ნაწარმოებზე მუშაობისას მთავარ წყაროდ ქოლერას ეპიდემია გამოიყენა, რომელმაც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში იფეთქა და 1849 წელს ორანის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიწირა, თავად რომანის სიუჟეტი კი თითქმის ასი წლის შემდეგ ვითარდება. კამიუს მიერ ნაწარმოების გამოქვეყნებამდე ორანს კვლავ რამდენჯერმე დაესხა თავს ეპიდემია. ისტორიული წყაროების თანახმად, ორანი განადგურდა 1556 და 1678 წლებში ბუბონური ჭირის გააქტიურების შედეგად, თუმცა შემდგომი აფეთქებები საკმაოდ შორს იყო რომანში აღწერილი ეპიდემიის მაშტაბებისგან.ალბერ კამიუ 1913 წელს ალჟირში დაიბადა .1923 წელს ჩაირიცხა ლიცეუმში , რომლის დასრულების შემდეგ სწავლა ალჟირის უნივერსიტეტში გააგრძელა. 1935 წელს მწერალმა ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხს მიიღო , 1936 წლის მაისში კი დაიცვა სამაგისტრო თეზისი პლოტინუსსა და ნეოპლატონიზმზე.
კამიუმ ჯერ კიდევ ალჟირში დაიწყო ჟურნალისტობა. გაზეთებთან თანამშრომლობა პარიზში გადასვლის შემდეგაც გააგრძელა. გერმანიის ოკუპაციის დროს აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1944 წელს იგი იატაკქვეშა გაზეთ „კომბის“ მთავარი რედაქტორი გახლდათ.
კამიუს ლიტერატურული კარიერა 1938 წელს ესეების კრებულ „ქორწინების“ გამოცემით დაიწყო. მას მოჰყვა კიდევ ერთი ლიტერატურულ-მხატვრული სტატიების კრებული „სიზიფის მითი“ და რომანი „უცხო“, თუმცა ავტორს ჭეშმარიტი აღიარება მოუტანეს რომანებმა: „შავი ჭირი“ და „დაცემა“. მწერალმა სიცოცხლეში ათეულობით რომანის გამოცემა შეძლო , მისი წიგნები ითარგმნა და გამოიცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და გაიყიდა მათი მილიონობით ეგზემპლიარი.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2012 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.