დღეს 19:00 საათზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ისევ გაიმართება. ახალგაზრდები ჯერ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც ტრადიციული მსვლელობაც გაიმართება. ახალგაზრდების პროტესტს გვიან ღამით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისიც შეუერთდა. როგორც მან აღნიშნა, ის საპროტესტო აქციებს აქტიურად შეუერთდება. გუშინდელი მსვლელობით დემონსტრანტები ევროპის მოედანზე მივიდნენ, სადაც ქვეყნის ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. ამის შემდეგ ახალგაზრდები კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ახალგზარდები პარლამენთან აქციებს ატარებენ და „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვენ, რომ საკამათო კანონპროექტი უკან გაიწვიოს.