უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა მკაფიოდ აღნიშნეს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხის ქვეშ დადგება. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ინიცირებულია რეზოლუციის პროექტიც. ევროპარლამენტში გამართულ დებატებს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხრიდან. რა განცხადებები კეთდება საკითხზე და რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს თემაზე ვრცლად ეკა უშხვანი ისაუბრებს.