საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთში, მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება.
მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, ბუდაპეშტში გაემგზავრა. კონფერენციის გახსნით სესიაზე დაგეგმილია პრემიერის სიტყვით გამოსვლა. ასევე გაიმართება შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან.