"ლელოს" გენერალურ მდივანს ირაკლი კუპრაძეს, სასამართლომ 2,500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძე სამართალდამცველებმა 16 აპრილს აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედავებიან, რაც დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პროცესზე 3 მოწმე გამოიკითხა.