29 აპრილს ქართული ოცნების ორგანიზებით სახალხო ზეიმი სახელწოდებით “არა შავ ფულს, კი გამჭირვალობას” გაიმართება. მმართველი გუნდის განცხადებით, შეკრების აუცილებლობა ამომრჩევლის და მოქალაქეების დაჟინებული მოთხოვნის გამო გადაწყვიტეს. ხელისუფლების ოპონენტები კი მიიჩნევენ რომ ქართულმა ოცნებამ სტუდენტების და ახალგაზრდების კონტრაქცია დაანონსა, რაც მათივე შეფასებით წარუმატებლობისთვის არის განწირული .