პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას 29 აპრილს ქართული ოცნების ლიდერები და მომხრეებიც დაიკავებენ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის პარალელურად, ქართულმა ოცნებამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საყოველთაო სახალხო შეკრების მოწყობა დაანონსა. გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო შეკრებას ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ აქციით „ქართული ოცნება“ საზოგოდაოების სტიგმატიზებას ხელს უწყობს. რა გეგმა აქვს მმართველ პარტიას და რა საფრთხეებზე საუბრობენ ოპოზიციაში, ნახეთ ცარო კირვალიძის სიუჟეტში