აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც. ანგარიშში ნათქვამია რომ სასამართლო სისტემის შიგნით მოსამართლეებზე შეინიშნება გარე და შიდა ზეწოლები, რაც მისი დამოუკიდებლობის ხარისხს აზიანებს. ვრცელ დოკუმენტში ყურადღება აქვს დათმობილი საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის, ასევე მედიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. ანგარიში მეტწილად არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეგროვებულ ცნობებეს ეყრდნობა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში უკვე შეაფასეს პოლიტიკოსებმა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. რა აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში.