Numbeo-მ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაცემების ინტერნეტბაზაა, 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევაში მონაწილეთაგან 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული კვლევის თანახმად, 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი საქართველოში 1.18-დოლარს შეადგენს. კვლევის მიხედვით, ბენზინი ყველაზე ძვირი როგორც უკვე გითხარით ჩინეთშია და ლიტრის ფასი - 3 დოლარს აჭარბებს. სინგაპურში - 2 დოლარი და 9 ცენტი ღირს, ფინეთში ერთი ცენტით ნაკლები. რაც შეეხება ბენზინის სიიაფით გამორჩეულ ქვეყნებს, აქ პირველ სამეულშია ლიბია, სადაც ერთი ლიტრი ბენზინის ფასი სულ რაღაც 3 ცენტია, ეგვიპტე, სადაც საწვავი 25 ცენტი ღირს და ალჟირი, სადაც საწვავს საშუალოდ 33 ცენტად იყიდი.