აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის მხარდაჭერის შემდეგ, კიევს ამერიკელი კანონმდებლები ეწვივნენ. დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაციის წევრებმა რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულებს მიაგეს პატივი. რესპუბლიკელ კონგრესმენ ტომ კინის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის რუსეთის უკანონო აგრესიასთან ბრძოლაში დასახმარებლად 60 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო. მისივე თქმით, შეერთებული შტატები გაზრდის თავდაცვით-საწარმოო ბაზას, რათა იარაღის წარმოების მაჩვენებლმა მოიმატოს და უკრაინამ ომში გამარჯვება შეძლოს.