“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის განხილვა საქართველოს ფარგლებს კიდევ ერთხელ გასცდა. ევროპარლამენტი კანონპროექტზე მსჯელობისათვის ემზადება. „ქართული ოცნება“ კი კვლავ ამტკიცებს, რომ ეს ინიციატივა არა რუსული, არამედ ევროპულია. ამავდროულად, ჩვენი დასავლელი პარტნიორები კანონპროექტის მეორედ ინიცირების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ამჯერად, კრიტიკას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებიც შეუერთდნენ. აღნიშნული შენიშვნა ჯოზეფ ბორელმა გაახმოვანა და კანონპროექტს ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელი უწოდა. კიდევ რას აცხადებენ უცხოელი პარტნიორები.