გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დღეს პოლონეთში ჩავა, სადაც ის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოაცხადებს, რაც კი ბრიტანეთს დღემდე ამ ქვეყნისთვის მიუწოდებია. გარდა ამისა, რიში სუნაკი ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხესაც განიხილავს. ამის შემდეგ ის ბერლინში გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შესახვედრად გაემგზავრება. დახმარების ახალი პაკეტი, მოიცავს 60 ნავს, საზღვაო იარაღს, 1600-ზე მეტ დამრტყმელ და საზენიტო რაკეტას, ასევე შორ მანძილზე მოქმედ მაღალი სიზუსტის რაკეტებსა და 400-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას, ასევე, დაახლოებით 4 მილიონ ვაზნას.