ოდესაში, ოკუპანტების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა და მათ შორის ორი ბავშვია. გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ადგილზე ხანძარიც გაჩნდა. შედეგების აღმოსაფხვრელად, გადაუდებელი დახმარების სამსახურები აქტიურად მუშაობენ. მათ 34 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, გადაარჩინეს.