1. ,,ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ არის. გარდა ამისა, ის ფიქრობს რომ გაფართოების ახალი ტალღისთვის მზად არც ევროკავშირია. მმართველ პარტიაში ამბობენ რომ ღარიბაშვილის გზავნილი ოპოზიცაიმ და საზოგადოებამ არასწორად გაიგო. თავის მხრივ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ოპოზიციის მხრიდან ,,ქართული ოცნების" კრიტიკის საფუძველი კიდევ ერთხელ გახდა. რა თქვა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და როგორ პასუხობენ მას ექსპერტები ცარო კირვალიძის სიუჟეტიდან გავიგებთ.