მმართველმა პარტიამ, რომელმაც "ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ" საკონსტიტუციო ინიციატივა მოამზადა, საკითხთან დაკავშირებით სახალხო განხილვები ქუთაისიდან დაიწყო. საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა კომისიამ, რომელიც პარლამენტმა სწორედ საკნონსტიტუციო ინიციტივის განსახილველად ჩამოაყალიბა. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა ერთმანეთისგან გამიჯნული იყოს. კომისია ერთი თვის განმავლობაში შეხვედრებს გეგმავს მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა "ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ" მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივასთან დაკავშირებით საზოგადოების პოზიცია მოისმინოს.