"ქართული ოცნება" უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით 29 აპრილს საყოველთაო სახალხო შეკრების მოწყობას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო შეკრებას ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. ამის პარალელურად პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად განიხილება აღნიშნული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის საკითხიც. სავარაუდოდ სწორედ 29 აპრილს დაიწყება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა. საპარლამენტო უმრავლესობაში საკითხის მუხლობრივი განხილვისთვის ემზადებიან. თავისმხრივ ოპოზიცია კი კვალვაც ითხოვს მმართველი გუნდისგან რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი უკან იქნას გაწვეული. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან.