მმართველი გუნდი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს - როგორ მიმდინარეობს კანონპროექტის საყოველთაო განხილვის პირველი დღე - Palitra News

მმართველი გუნდი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს - როგორ მიმდინარეობს კანონპროექტის საყოველთაო განხილვის პირველი დღე

2024-04-22 12:39:10+04:00

მმართველი გუნდი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს. კანონპროექტს დღეს ქუთაისში განიხილავენ. საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. რას გულისხმობს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ" მომზადებული საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელსაც უმრავლესობის 83 დეპუტატი აწერს ხელს და როგორ მიმდინარეობს კანონპროექტის საყოველთაო განხილვის პირველი დღე.