სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ტელეგრამში“ ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. ფაქტს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროც ეხმიანება. უწყებაში აცხადებენ, რომ „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება სამინისტროს არ მიუღია და სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.