საქართველოს ეროვნული ბანკი დედამიწის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს შეუერთდა. ამ მიზნით ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს გამწვანების მასშტაბურ აქციაში. თბილისის შემოგარენში, მცხეთასთან ახლოს სებ-ის თანამშრომლებმა წიწვოვანი ხეები დარგეს და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.