„არა რუსეთს, კი ევროპას“ - ამ ლოზუნგით თბილისში ახაგაზრდების მიერ მოწყობილი მორიგი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. ქალაქის ცენტრში შეკრებილმა მომიტინგეებმა პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ რამდენიმე ლოკაციაზე გააპროტესტეს. ახალგაზრდები ჯერ პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს შენობასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედნის გავლით იუსტიციის სამინისტროსთან შეჩერდნენ და შეძახილებით კანონპროექტის განხილვა გააპროტესტეს. აქციას პოლიტიკური პარტიების ნაწილი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. ახალგარზდები აცხადებენ, რომ პროტესტს სხვადასხვა ფორმით გააგრძელებენ, მათ შორის უნივერსიტეტების ეზოებში.