სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე იარაღი ან ბომბი იქნა აღმოჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამება. გუშინ ღამით ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი განაცხადეს, რომ შესაბამისმა სამსახურებმა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა გადაუდებელი და საჭირო ღონისძიება განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე სკოლაში სამართალდამცველები მუშაობდნენ, თუმცა საჭვო არაფერია აღმოჩენილი. ამ დროისთვის აღნიშნული ტელეგრამ არხი, რომელმაც სკოლებზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გაავრცელა, წაშლილია.