საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განსახილველად ემზადება. სხდომა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უახლოეს პერიოდში გაიმართება. სადავო კანონპროექტზე სამსჯელოთ ოპოზიციური სპექტრი სრულ მობილიზებას აცხადებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქართული ოცნებას კანონპროექტის განხილვის პროცესში მაქსიმალურ წინააღმდეგობას გაუწევენ, რადგან მათი აზრით, ის ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას ეწინააღმდეგება. კანონპროექტის მიზნებზე კიდევ ერთხელ საუბრობს მმართველი გუნდი. მათი განცხადებით, კანონის მიზანი ქართველი ხალხისა და ქვეყნის ეროვნული ინტერსების დაცვაა.