უკრაინისთვის დახმარების პაკეტის მიღება ამერიკის ლიდერობაზე ნათელ სიგნალს აგზავნის , - ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის და აშშ-ის სხვა პარტნიორებისთვის დახმარების პაკეტის მიღებაზე. ბაიდენმა მიღებულ კანონპროქტს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი უწოდა. ბაიდენი სენატს მოუწოდებს, სწრაფად გადააგზავნოს დოკუმემნტი მასთან, რადგან ხელი მოაწეროს და მისი ამოქმედება არ შეფერხდეს.