აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიღებას 311-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 112 რესპუბლიკელი წავიდა. მის მიღებას კონგრესმენების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. ახლა პაკეტი განსახილველად აშშ-ის კონგრესის ზედა პალატას, სენატს გადაეცემა. ამან უნდა გაამარტივოს პაკეტის სენატში დამტკიცების პროცედურა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციასაც დაუჭირა მხარი. უკვე ცნობილია რომ სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს კენჭს 23 აპრილს უყრის.