ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდა - Palitra News

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდა

2024-04-21 11:24:29+04:00

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდა. მხარეებმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ჯანდაცვის სერვისებსა და მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის, ჯანმრთელობისა და კლიმატის საკითხები.