"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" ამ სლოგანით პარლამენტის წინ ახალგაზრდები გუშინ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ, რადგან თვლიან, რომ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, ქვეყნის ევროინტეგრაციას საფრთხე შეექმნება. აქციის მონაწილეებმა გამართეს მსვლელობაც. ისინი ჯერ პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ, შემდეგ კი მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს. საბოლოოდ ახალგაზრდები ისევ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ.