საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით და „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვს პარტიის ბორდი შექმნას, მის თავმჯდომარედ კი თავად სააკაშვილის კანდიდატურა განიხილოს - ყოფილი პრეზიდენტი მის მოადგილედ სოფო ჯაფარიძის კანდიდატურას სთავაზობს. ოპოზიციციის ნაწილი სააკაშვილის ინიციატივას იზიარებს და ხელისუფლების ცვლილების საჭიროებაზე საუბრობს. მმართველ პარტიაში კი სააკაშვილის ინიციატივას ანეკდოტი უწოდეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არასერიოზული პიროვნებისგან გახმოვანებული შეთავაზება მათთვის საინტერესო არ არის.