თბილისის ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს „ქართული ოცნება“ „გამჭირვალობის წინააღმდეგ ბრძოლას“ უწოდებს. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, ახალგაზრდებს უნდა გააგებინონ, თუ რა წერია სინამდვილეში მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტში. „ქართული ოცნების“ კრიტიკა ახალგაზრდების აქციის სლოგანმაც დაიმსახურა. როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, სლოგანის - „ენა, მამული და ერთობის“ შეტევის ობიექტი სარწმუნოებაა. მისი შეფასებით, დღეს „ქართულ იდენტობას“ და მის მთავარ საწყისებს ებრძვიან.