დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” გაიმართება. ახალგაზრდების განცხადებით, ისინი პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს. სტუდენტებთან ერთად აქციაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც მონაწილეობენ. რა გეგმა აქვთ აქციის ორგანიზატორებს და რას აცხადებენ ისინი, ამას სალომე ჯაფარიძე გაგვაცნობს.