რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ - Palitra News

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

2024-04-20 12:05:59+04:00

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას 10-მდე პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევა ჩაუტარდათ. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად ყველა საჭირო მედიკამენტი უფასოდ გადაეცათ.