ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ განცხადებებს, ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ზურაბიშვილს ბევრად უფრო მკაფიო პოზიციები აქვს, ვუდრე ადრე ჰქონდა. მათივე განმარტებით მნიშვნელოვანია ქვეყნის პრეზიდენტი არა მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლოს, არამედ ქართველ ხალხთან ერთად ფიზიკურად დადგეს.