ოპოზიციური პარტიების განცხადებით, „ქართული ოცნება“ უკანონოდ იყენებს საპოლიციო დანაყოფებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს. ოპოზიციონერები მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რათა მათ უკანონო ბრძანების შესრულებაზე უარი თქვან. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, მიდევნება, სპეციალური საპოლიციო საშუალებების უკანონო გამოყენება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უკანონო შეზღუდვა - დანაშაულია, რომლებზეც ბრალეული პირების პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, საპროტესტო აქციებზე განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებას ქართული ოცნების რეალური სახე დაანახა. მათივე განცხადებით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქართველ ხალხს პროტესტის მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი დარბევის გარეშე გამოხატვის შესაძლებლობა ექნებათ.