„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს გმობენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინის მიმართ მათი მხარდაჭერა ურყევია. მათი მტკიცებით, ადამიანების სიცოცხლისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, უკრაინის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებენ. „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები პირობას დებენ, რომ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოსაყენებლად ყველაფერს გააკეთებენ.