მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდა. მხარეებმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათ ბავშვთა დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებიც განიხილეს. იესპერ მოლერმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან პროგრესსაც, რომელიც საქართველოში, ბოლო ათწლეულების განმავლობაშია მიღწეული. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვთა დახმარების უნივერსალური მიმართულებით, მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.