დნეპრში, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაიღუპა 2 და დაშავდა 15 ადამიანი - Palitra News

დნეპრში, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაიღუპა 2 და დაშავდა 15 ადამიანი

2024-04-19 11:02:36+04:00

უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსეთის იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დნეპრში, საცხოვრებელი კორპუსი და ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა, ამ დროისთვის ქალაქში, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2 და დაშავებულია 15 ადამიანი“, - წერს სერგეი ლისაკი „ტელეგრამ“ არხზე.

მისივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია.

შეგახსენებთ, 19 აპრილის ღამეს რუსეთმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია. დნეპრში რუსებმა საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს.

ხუთსართულიანი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა.