აშშ-მა ვეტო დაადო რეზოლუციის პროექტს, რომელიც გაერო-ს 193 წევრისგან შემდგარ გენერალურ ასამბლეას, პალესტინის სახელმწიფოს გაერო-ს წევრად მიღების რეკომენდაციას აძლევდა. ბრიტანეთმა და შვეიცარიამ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს, ხოლო საბჭოს დანარჩენმა 12 წევრმა კი რეზოლუციას მხარი დაუჭირა. შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო ისრაელსა და პალესტინის ხელისუფლებას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უნდა შეიქმნას. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გაერო-ს სრულუფლებიანი წევრობის მისაღებად განაცხადი ჯერ უშიშროების საბჭომ, შემდეგ კი გენერალური ასამბლეის, სულ მცირე, ორმა მესამედმა უნდა დაამტკიცოს.