უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კვლავ აპროტესტებენ. ისინი ფიქრობენ, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციაში გაწევრიანებას ხელს უშლის და ქვეყანას ევროპულ მომავალს აშორებს. რაც შეეხება ექსპერტთა შეფასებას - მათი ნაწილი ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. მათივე თქმით, საქართველოს მთავრობა, ევროპული წესების ნაცვლად, ოკუპანტი ქვეყნის კანონით მოქმედებს.