პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა.საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას. აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უმნიშვნელოვანესი როლი როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ესკალაციის პრევენციის მიმართულებებით. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის, მტკიცედ განაგრძოს თანამშრომლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიასთან,როგორც ადგილზე არსებულ ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმთან.