ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის მხარდამჭერ კანონპროექტს კენჭისყრაზე შაბათს გაიტანს. კონგრესის ქვედა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატაში ოთხი სხვადასხვა კანონია შესული - უკრაინის, ისრაელისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მხარდაჭერის, ასევე, რუსეთის, ჩინეთისა და ირანის შემაკავებელი ზომების შესახებ. სენატმა უკრაინის, ისრაელის, ტაივანისა და სხვა პარტნიორებისთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფას ერთი თვის წინ მხარი დაუჭირა. აქედან 60-ც მილიარდ დოლარზე მეტი, უკრაინისთვის არის განკუთვნილი.