საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს დაადებს აუცილებლად ვეტოს, რაც, მისივე შეფასებით, ქართველი ხალხის ხმის გაჟღერება იქნება. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, რომ საქართველოში პროვოკაცია და დესტაბილიზაცია მოაწყოს, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ხელს შეუშლის.