ოპოზიცია საერთაშორისო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო ხელისუფლებას კვლავაც აკრიტიკებს და ამ კანონის უკან გაწვევას ითხოვს. მმართველ პარტიაში კი ისევ აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხრიდავ ვერ მოისმინეს არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომაა აღნიშნული კანონპროექტი რუსული. ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ასევე მიუღებელია არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა კანონპროექტის უკან გაწვევასთან დაკავშირებით. კიდევ როგორ აფასებენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს დეპუტატები