მაიმუნი ცნობილი ამერიკელი მწერლის , სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის მოთხრობაა. წიგნის ორიგინალი 1980 წელს გამომცემლობა Skeleton Crew-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.წიგნის სიუჟეტის მიხედვით , ძმები , პიტერი და დენისი, თავიანთი დიდი ბიძის სახლის სხვენში პოულობენ სათამაშო მაიმუნს , დასარტყამი ციმბალით ხელში. მალევე გაირკვევა, თუ როგორ აღმოაჩინა მათმა მამამ, ჰალმა, სათამაშო მაიმუნი მამის საკუთრებაში არსებულ ანტიკვარული სკივრის შიგნით .მაიმუნი ფაქტობრივად დაწყევლილია და ყოველ ჯერზე, როცა ის მექანიკურ ციმბალებს ურტყამს , ჰალთან ახლოს მყოფი ადამიანი კვდება. სწორედ მაიმუნის მომაკვდინებელმა ჯადომ იმსხვერპლა ბავშვობაში ჰალის ოჯახის წევრები , ეხლა კი სათამაშო ისევ დაბრუნდა და მამაკაცს მოუწევს ისევ დაიცვას მისი ოჯახი მოჯადოებული მაიმუნის წყევლისგან.
__________________________________________________________________
სტივენ კინგი პორტლენდში, მეინის შტატში, 1947 წლის 21 სექტემბერს დონალდ ედვინ კინგისა და ნელი რუთ პილსბურის ოჯახში დაიბადა. მწერლის კარიერა 1959 წელს დაიწყო, როდესაც უფროს ძმასთან ერთად , ადგილობრივი, საქალაქო გაზეთის გამოცემა დაიწყო. 1960 წელს მან 18 მოთხრობისგან შემდგარი კრებული გამოუშვა სახელწოდებით „ხალხი, ადგილები და რამეები—ტომ!“ .ერთი წლის თავზე გამოიცა წიგნის მეორე ნაწილი „ვარსკვლავური დამპყრობნი“.
მწერალს გაყიდული აქვს მისი წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი და კარგად ცნობილია საშინელებათა ლიტერატურის ჟანრში, რომელშიც ჟანრის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩევა. მას ასევე დაწერილი აქვს არაერთი სასცენო ტექსტი როგორც ფანტასტიკის, ასევე არაფანტასტიკურ ჟანრში.კინგი ასევე ავტორია ტელესცენარებისა, მათ შორის, კომიკურ ჟანრში.
__________________________________________________________________
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2017 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი