ირაკლი, გამოიხედე და შემოგვხედე ყველას, რამდენი ვართ! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აქციიდან „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.
როგორც თამარ კორძაიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა ხალხს არ მოუსმენს და მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, მოთხოვნები მტკიცე და მკაცრი იქნება.
„არა რუსულ კანონს! ირაკლი, გამოიხედე და შემოგვხედე ყველას, რამდენი ვართ. ჟურნალისტებთან რომ დადგები, დაცვით გარშემორტყმული და მარტო ლაპარაკობ, მაშინ მაგარი ხარ. უნდა შეძლო ადამიანების მოსმენა და მათი თხოვნის დაკმაყოფილება. თუ ამ თხოვნას რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეასრულებ, ეს მტკიცე და მკაცრი მოთხოვნა იქნება. მოუსმინე ჩვენს ახალგაზრდებს, მასწავლებლებს, სპორტსმენებს, უბრალოდ მოქალაქეებს!“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.